შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა. მიზეზად დასახელდა, რომ გაუპატიურება საკმარისად ხანგრძლივი არ ყოფილა, რათა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად შეფასებულიყო - Economictimes

მართლმსაჯულება

„შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა“- ამის შესახებ Economictimes-ი წერს.

ერიტრეელმა მიგრანტმა, რომელიც 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის იყო მსჯავრდებული, შვედეთში დარჩენის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც შვედეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მისი დეპორტაცია „შემთხვევის ხანგრძლივობის“ გამო არ მოხდებოდა - იუწყება Daily Caller.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილ მოჰამედს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ალტო ნორლანდის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გაუპატიურება „საკმარისად ხანგრძლივი არ ყოფილა“ იმისთვის, რომ „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად“ შეფასებულიყო, ამიტომ დეპორტაცია საჭირო არ გამხდარა.

გამოცემის ცნობით, საქმის განხილვისას სასამართლომ განაცხადა: „გაუპატიურება ბევრ შემთხვევაში განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად ითვლება, რაც შეიძლება მიგრანტის დეპორტაციის საფუძველი გახდეს. თუმცა, თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ინციდენტის ხასიათისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რომელიც დეპორტაციას მოითხოვს“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა გაეროს 1951 წლის კონვენციას მიგრანტების სტატუსის შესახებ. ამ წესის მიხედვით, მოჰამედისა და სხვა მიგრანტების სტატუსი დაცულია, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა. სასამართლომ მოჰამედს დარჩენის უფლება მიანიჭა და დაადგინა, რომ საზოგადოებრივი წესრიგისთვის ამჟამად საფრთხე არ არსებობს. ამიტომაც, გაუპატიურებაში ბრალდებული სასჯელის მოხდის შემდეგ შვედეთში დარჩება.