შეშფოთებული ვართ, რომ აშშ-მა, შესაძლოა, „ტრამპის მარშრუტი“ თავისი უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილად გამოიყენოს - სომხეთში ირანის ელჩი

ხალილ შირგოლამი

შეშფოთებული ვართ, რომ აშშ-მა, შესაძლოა, „ტრამპის მარშრუტი“ თავისი უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილად გამოიყენოს, ეს ჩვენს სომეხ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, – ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხალილ შირგოლამიმ განაცხადა.

ირანელი დიპლომატის თქმით, სომხეთი თეირანს არწმუნებს, რომ სომხეთი არასდროს გახდება საფრთხის წყარო ირანისთვის. ირანის ელჩის განცხადებით, მხარეებს შორის დისკუსიები პერიოდულად გაგრძელდება ამ პროექტის მასშტაბის გასაგებად.

„ჩვენ მივესალმებით სომხეთის განბლოკვისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნებისმიერ პოზიტიურ ნაბიჯს. ამ განბლოკვის პროცესის ფარგლებში სომხეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. იგივე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, შეიძლება, განშტოვდეს სომხეთში: ომანიდან რუსეთამდე და ინდოეთამდე და ომანიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ხალილ შირგოლამიმ.