1760559559
„შერიგებაზე უარი უთხრა... პოლიციაშიც თავად დარეკა...“ - მილანში, 29 წლის მოდელი ყოფილმა პარტნიორმა მოკლა

იტალიური მედია 14 ოქტომბერს მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე წერს. მილანში, 29 წლის მოდელი და მეწარმე პამელა ჯენინი მისმა ყოფილმა პარტნიორმა, 52 წლის ბიზნესმენმა, ჯანლუკა სონჩინმა მოკლა. დანაშაული გორლას უბანში, ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.
როგორც იტალიური მედია წერს, პამელა პარტნიორთან შერიგებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც, სონჩინმა ის სასიკვდილოდ გაიმეტა.
„კაცმა ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი, აივანზე გაათრია და დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - წერს ადგილობრივი მედია მეზობლებზე დაყრდნობით.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, სონჩინმა თვითმკვლელობა სცადა და ყელის არეში დაზიანება მიიყენა. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
პამელა ჯენინი მოდის ინდუსტრიაში ცნობადი სახე იყო. ის 16 წლიდან მოდელად მუშაობდა, 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო რეალით შოუში „ადამისა და ევას კუნძული“. იყო მეწარმე იყო და განაგებდა ბრენდს, რომელიც საცურაო კოსტიუმებს აწარმოებდა.