„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
დაღესტანში, ქალაქ მაჰაჩყალა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს უცნობი პირები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც პოლიციის 3 თანამშრომელი დაიღუპა. ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი. ინფორმაციას დაღესტნის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცნობმა პირებმა პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლის ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:20 საათზე გაუხსნეს.
"წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი. დამნაშავეები პოლიციის სამსახურებრივი მანქანით გაიქცნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, რეგიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს და თავდამსხმელებს ეძებენ.