ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან დრონის შეტევის შედეგად პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი „ელბუსი“ დაზიანდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, დაზიანდა ტანკერის ზედა ნაწილი. შეტევა მოხდა კასტამონუს პროვინციის აბანას რაიონის სიახლოვეს.
იერიშის შემდეგ გემმა განგაშის სიგნალი გააგზავნა, რის შემდეგაც ადგილზე თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და ტანკერი ინებოლუს პორტის რაიონში გადაიყვანეს.
თურქული მედია არ აკონკრეტებს,„ელბუსის” გადაადგილების მარშრუტზე არაფერს წერს.
უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ცნობას, რომ საუბარია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე, რომელიც ნოვოროსიისკში მიემართებოდა.