სევასტოპოლთან ახლოს, რუსული გამანადგურებელი სუ-35 ჩამოვარდა

რუსული გამანადგურებელი

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლთან ახლოს, რუსული გამანადგურებელი სუ-35 ჩამოვარდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, რომლის ინფორმაციითაც, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს,ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.