ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
მარკო რუბიოს გუშინ გადავეცი ზელენსკის, შმიგალის, ერმაკის, პოდოლიაკის ციტატებიდან მცირე ამონარიდები, სადაც ისინი პირდაპირ საუბრობენ „რუსების განადგურების“ აუცილებლობაზე, იურიდიულად და, რაც მთავარია, ფიზიკურად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა სჭირდება რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობის ყველა უფლების ჩასახშობად და მათი ფიზიკურად განადგურებისთვის, ვინც ამას არ ეთანხმება.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე მან დაადასტურა რუსეთის პოზიცია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
„დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, დავადასტურეთ ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა, მათ შორის კიდევ ერთხელ 3 ივლისს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას“, – აღნიშნა სერგი ლავროვმა.