სერფინგის ჩემპიონატისას დელფინების მონაწილეობით ჯადოსნური კადრი დააფიქსირეს

სერფინგი

სერფინგის ჩემპიონატისას დელფინების მონაწილეობით ჯადოსნური კადრი დააფიქსირეს. დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე მარგარეთ რივერ პროზე სერფერმა გაბრიელა ბრაიანმა ჩემპიონატში სადებიუტო მონაწილეობა წარმატებით დაასრულა. 22 წლის სპორტსმენმა მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს 8.10 ქულით აჯობა.

მისი საჩემპიონო სერფინგისას ფოტოგრაფებმა განსაკუთრებული კადრი გადაიღეს - ტალღის გასწვრივ გაბრიელასთან ერთად დელფინები დაცურავენ. "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადგილზევე ვერ შევნიშნე, მაგრამ ნაპირზე გადმოსვლისას ყველა დელფინებზე საუბრობდა. შემდეგ ფოტოები მანახეს და სიხარულისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ძალიან ჯადოსნურია", - ამბობს 22 წლის სერფერი.

ჩემპიონატში გამარჯვების შედეგად გაბრიელა ბრაიანი სერფერთა მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. ამავე ჩემპიონატზე მამაკაცთა შეჯიბრში ავსტრალიელმა ჯეკ რობინსონმა გაიმარჯვა, რომელმაც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ჯონ ფლორენსი დაამარცხა.

როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, ისინი სურათს სხვადასხვა ფოტოკონკურსზე წარადგენენ. თვითმხილველები და ბრაიანი ფიქრობენ, რომ ეს გამორჩეული მომენტი ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას.