სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის წევრებმა მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმეს

სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის წევრებმა მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმეს

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს დაიშალონ მას შემდეგ, რაც გვიან ღამით ადამიანები შეიჭრნენ ტელეარხის შენობაში, რომელიც წინა ხელისუფლებას უჭერდა მხარს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

ბლოკ „სტუდენტური სიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ და არც მოუწოდებენ მედიის საქმიანობაში ჩარევისკენ.

„ჩვენ გავათავისუფლებთ მედიას პარლამენტში თავისუფლებისა და პროფესიული ჟურნალისტიკისთვის ინსტიტუციური ბრძოლის საშუალებით. ჩვენ გამარჯვებას ერთად მივაღწიეთ და მის ღირსებას შევინარჩუნებთ“, - აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.

გვიან ღამით ტელეარხთან განვითარებული მოვლენები დაგმო სერბეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეას ფონ ბეკერატმაც და ადამიანებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, გვიან ღამით ადამიანების ჯგუფი ტელეარხ Informer-ის ოფისში შევარდა და არეულობა მოაწყო. არეულობის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

✕