სენატორმა მაიკ ლიმ ევროპის მთავრობები ტირანიას შეადარა და ცენზურაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

მაიკ ლიმი

ამერიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ ევროპის მთავრობები ტირანიას შეადარა და ცენზურაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

სენატორმა აღნიშნა, რომ ტირანიის დროს მთავრობა არასოდეს აღიარებს ცენზურას, და ევროპის მთავრობებიც სწორედ ასე იქცევიან.

ამერიკელმა კანონმდებელმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოციალისტური ევროპის სუბსიდირება უნდა შეწყვიტოს.

„როგორც ტირანიის ფორმათა უმრავლესობა, მთავრობის ცენზურაც არასდროს ამხელს საკუთარ თავს. ის ყოველთვის ირწმუნება, რომ რაღაც სხვას - გაცილებით უვნებელ რამეს აკეთებს. თუმცა, ეს სიბოროტეა. ბუნებრივია, ევროპული მთავრობებიც უარყოფენ ცენზურას. საშობაოდ მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოციალისტური ევროპის სუბსიდირება შეწყვიტოს“, - დაწერა ლიმ.