საუდის არაბეთმა ირანიდან გაშვებული საფრენი აპარატი ჩამოაგდო

ირანი

 საუდის არაბეთმა ირანიდან გაშვებული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონი იორდანიის საზღვართან, გაანადგურეს.

გავრცელებული ცნობით, ქვეყანამ ღამის განმავლობაში, კიდევ სამი დრონი გაანეიტრალა. პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში ჭურვის აფეთქების შედეგად მალტის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი დაზიანდა. Reuters-ის ცნობით, ეკიპაჟი იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა.

ომის დაწყების შემდეგ, თეირანმა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. დარტყმები განხორციელდა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და ომანის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებს მიმართავს და აცხადებს, რომ ირანს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებზე პასუხის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა.