რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტი" ამბოხებულების მიერ, საუდის არაბეთის აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ABC News-ი სამეფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ სამსახურზე (GACA) დაყრდნობით წერს.
უწყების ინფორმაციით, 6-დან 11 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 356 დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს მეფე ხალიდის აეროპორტზე თავდასხმა, სამეფოში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ "შესაძლოა", "ჰუსიტების" პოზიციებზე დარტყმების განხორციელებაში საუდის არაბეთს შეუერთდეს.
საუდის არაბეთის საავიაციო ხელმძღვანელობამ, თავდასხმების ესკალაციის შემდეგ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მიიღო. ოფიციალური პირების თქმით, "ჰუსიტების" მხრიდან მზარდი საფრთხის გამო, ორშაბათს დილით ერ-რიადში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა აეროპორტები დაიხურა.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლები, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე ამ კვირის განმავლობაში, დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან.ავტორი: გიორგი ფარულავანახე ავტორის სხვა რეპორტაჟებიმისწერე წერილი ჟურნალისტს