სატვირთომ კონტროლი დაკარგა და 15 ავტომობილს დაეჯახა – მძიმე ავარია თურქეთში

ავარია თურქეთში

თურქეთში, მალატიას რაიონში სატვირთო ავტომობილი კონტროლიდან გავიდა და 15 მანქანას დაეჯახა.

ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ შეიჭრა დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ქუჩაში და 15-მდე ავტომობილს დაეჯახა. 

მედიის ცნობითვე, გამვლელები სასწრაფოს მოსვლამდე დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ.