რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ფლორიდაში, ოჯახი, სადაც მშობლები და 2 ბავშვი ცხოვრობდა, ციყვის გამო სახლის გარეშე დარჩა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოჯახის უფროსმა დონი ბანტას თქმით, ღამით, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინა, მან მოისმინა ხმაური სახურავზე, შემდეგ კი შეამჩნია უცნაური სუნი. მალევე გაირკვა, რომ სახლში ხანძარი გაჩნდა. მამაკაცმა მაშინვე გააღვიძა თავისი მეუღლე სტეისი დევისი და ორი შვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო სამსახური ადგილზე სწრაფად მივიდა, შენობა მთლიანად დაიწვა. აღმოჩნდა, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლში ციყვმა გამოიწვია. სახანძრო სამსახურმა განმარტა, რომ ცხოველი სახურავზე მოძრაობის დროს სადენებს შეეხო და მოკლე ჩართვა გამოიწვია, რაც ხანძრის მიზეზი გახდა. ოჯახის ყველა წევრი გადარჩა, თუმცა სახლი ბოლომდე დაიწვა.