,,საშინელი სიტყვები მათქმევინეს, რომელიც 6 იანვართან არის დაკავშირებული, ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რომლებიც ვთქვი პატრიოტიზმზე და ყველა კარგ საკითხზე, არ გააშუქეს, ამას ყალბი ამბავი ეწოდება" - ტრამპი BBC-ის უჩივის

donald trampi

ტრამპი BBC-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივის. ცილისწამების ბრალდებით სარჩელი დონალდ ტრამპმა მაიამის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა, ზიანის კომპენსაციის მიზნით კი, ის, 5 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ამერიკის პრეზიდენტის სარჩელში აღნიშნულია, რომ დოკუმენტური ფილმი, რომელშიც BBC-მ ტრამპის სიტყვით გამოსვლა დაამახინჯა, არჩევნებში ჩარევას და შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ემსახურებოდა.

,,სიტყვების დამახინჯებისთვის ვუჩივლებ BBC-ის, ისეთი რამ მათქმევინეს, რაც არასდროს მითქვამს. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი ან რაღაც მსგავსი გამოიყენეს. ამის გამო სარჩელს შევიტან, საშინელი სიტყვები მათქმევინეს, რომელიც 6 იანვართან არის დაკავშირებული, რაც მე არასდროს მითქვამს, ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რომლებიც მე ვთქვი პატრიოტიზმზე და ყველა კარგ საკითხზე, რაზეც ვისაუბრე, ეს ყველაფერი არ გააშუქეს, ამას ყალბი ამბავი ეწოდება", - აცხადებს ტრამპი.