საქმე როდესაც მშვიდობას ეხება, ყველა მოლაპარაკება უკრაინას უნდა მოიცავდეს, არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

არაფერი პოლონეთზე, პოლონეთის გარეშე და არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებაში უკრაინაც უნდა მონაწილეობდეს.

„პოლონეთთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას პოლონელები მიიღებენ. არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე. როდესაც საქმე მშვიდობას ეხება, ყველა მოლაპარაკება უკრაინას უნდა მოიცავდეს. არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე,“ – წერს დონალდ ტუსკი.