სამხრეთ ლიბანში თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

სამხრეთ ლიბანში, სოფელ ალ-ტირიში ისრაელის ძალების თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ლიბანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს აღნიშნული პირები ავტომობილში იმყოფებოდნენ.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, 21 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მოსახლეობა გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ მდინარე ლიტანისა და ვადი ალ-სალჰანის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რადგან ისინი დაჯუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდნენ.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 16 აპრილს გამოცხადდა და ათი დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა შეთანხმება მალევე დაირღვა. „ჰეზბოლა“ და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.