სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ დეპარტამენტი

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

უწყების განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამიერიდან ამ ობიექტურ საფუძველზე იხელმძღვანელებს.

„ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი.

სახელმწიფო დეპარტამენტი იხელმძღვანელებს ამ ობიექტური საფუძვლით თანმიმდევრულობის, კონფიდენციალურობისა და საერთო სივრცეებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.