საინტერესოა, როგორ თქვა უარი ტრადიციულმა მედიამ ამ ამბის გაშუქებაზე. მათი სათაურები ან საერთოდ მათი არარსებობა, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ დღეებში ყრუ დუმილს ჰგავდა - ტულსი გაბარდი ობამასთან დაკავშირებულ საქმეზე

ტულსი გაბარდი

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ "დიფ სთეითის" დავალებით 2016 წლის არჩევნებში რუსული ჩარევების შესახებ ბრალდებების საკითხი, ვაშინგტონში კვლავ მთავარი განხილვის თემაა.

დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი, რომელმაც ობამასა და მისი ადმინისტრაციის მამხილებელი დოკუმენტები გაავრცელა, აცხადებს, რომ მეინსტრიმული მედია შტატების მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვასა და ობამას ბრალეულობის განეიტრალებას ცდილობს.

ტულსი გაბარდმა საქმის დეტალებზე ვრცლად "ფოქს ნიუსის" პირდაპირ ეთერში გუშინ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბურობაზე.

"საინტერესოა, როგორ თქვა უარი ტრადიციულმა მედიამ ამ ამბის გაშუქებაზე. "ვაშინგტონ პოსტის", "ნიუ-იორკ თაიმსის" და სხვა გამოცემების სათაურები – ან საერთოდ მათი არარსებობა – ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ დღეებში მართლაც ყრუ დუმილს ჰგავდა.

ჩემთვის ორი მიზეზია ამის: პირველი – არ სურთ, რომ ამერიკელმა ხალხმა სიმართლე იცოდეს; მეორე – აცნობიერებენ, რომ ტრადიციული მედია თავად იყო თანამონაწილე ამაში. მათ ჯერ კიდევ მაშინ, პრეზიდენტ ობამას დავალებით შექმნილი ამ გაყალბებული "საიდუმლო" ანგარიშიდან, რომელსაც ჯონ ბრენანი და ჯეიმს კლეპერი ამზადებდნენ ყოველგვარი შემოწმების გარეშე, დაუყოვნებლივ მიიღეს ინფორმაცია და დაბეჭდეს.

მე გამახსენდა ერაყის მასობრივი განადგურების იარაღების შესახებ გავრცელებული ყალბი დაზვერვა, რომელიც გამოიყენეს იმის გასამართლებლად, რომ ომი გაეჩაღებინათ სხვა ქვეყანაში. ვნახე, როგორ იყო მაშინ ტრადიციული მედიაც თანამონაწილე. რაც გამოვლინდა – ეს ეხება ყველა ამერიკელს, არა მხოლოდ დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს. ეს ჩვენს დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მის მთლიანობას ეხება", - აცხადებს გაბარდი.