საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მომხდარ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთი

არეულობა საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ - რამდენიმე ქალაქში მომხდარ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ერთი ადამიანი. კრიტიკულია 8-ის მდგომარეობა. დაშავებულთა რაოდენობა 200 აჭარბებს, მათ შორის 60-მდე სამართალდამცავია.

დაკავებულია 800-მდე პირი. ბრალდებებს შორის არის ძალოვანებზე თავდასხმა, ქონების, მათ შორის ავტომანქანების დაზიანება, ქურდობა და იარაღის უკანონო ფლობა.