საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად

საფრანგეთის სენატი

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, ბრძოლას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა.

„ფრანს 24-ის“ ცნობით, სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. კერძოდ, დამრღვევს, შესაძლოა, სამ წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის შემოღებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესებისთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა, მათ შორის, საარჩევნო კონტექსტის მიღმაც.

✕