რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
საფრანგეთის პრეზიდენტი არ აპირებს, „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. როგორც წყარო აცხადებს, მაკრონი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი, რომელსაც წევრებმა ხელი უნდა მოაწერონ, სცილდება ღაზის ფარგლებს და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებისა და ინსტიტუციური ჩარჩოს პატივისცემასთან დაკავშირებით, რაც საფრანგეთის მხრიდან არ ექვემდებარება მოლაპარაკებას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს, „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის სანაცვლოდ, სახელმწიფოებისგან ერთი მილიარდი დოლარის გადახდა მოითხოვოს.
ტრამპის ინიციატივაა, რომ მის მიერ ინიციირებული ე.წ. მშვიდობის საბჭო გაეროს ალტერნატივად იქცეს.
მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრამპმა მოწვევა გაუგზავნა, არგენტინის, კანადის, გერმანიის, ფინეთის, ისრაელის, რუსეთის, უნგრეთისა და ბელარუსის ლიდერებს.