საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე. ეპიცენტრი ანტიკითერას სანაპიროდან დაახლოებით 21 კილომეტრში მდებარეობდა, — იტყობინება საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტი.

მიწისძვრის სიღრმე, დაახლოებით, 58 კილომეტრი იყო და იგრძნობოდა კრეტას ზოგიერთ ნაწილში, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ბრიტანელ ტურისტებში.

ამ დროისთვის, მსხვერპლის ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ცნობები არ ვრცელდება, თუმცა ადგილობრივებმა აღწერეს, როგორ შეეშინდათ ტურისტებს: „ტურისტები პირდაპირ შეშინებულები წამოხტნენ მზის აბაზანის დროს და გვეკითხებოდნენ, ეს ნორმალურია თუ არა და იყო თუ არა ცუნამის საშიშროება“.

მოსახლეობა ასევე ჰყვება, როგორ ირხეოდა კედლები და როგორ მოძრაობდა საგნები მათ სახლებში. ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, რომ „მთელი შენობა თითქოს ოდნავ გადაიხარა“.

გარდა ამისა, Earthquakes.Gr-ის ინფორმაციით, დილითაც დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ბიძგი: 2.6 მაგნიტუდის მიწისძვრა 05:30 საათზე და 2.2 მაგნიტუდის ბიძგი 06:40 საათზე. ორივე შემთხვევის ეპიცენტრი ანტიკითერასა და კრეტას შორის იყო.