„პირველად, „ჰაუსის“ ისტორიაში!“ – პროექტის ახალი გადაწყვეტილება ცნობილია
1765982740
ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დახმარების დაგვიანებას და სამეწარმეო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მიერ ფერმერებისთვის დამატებითი მხარდაჭერის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, ფერმერები აგრძელებენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან საკვანძო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკირებას.
ევროკავშირის სუბსიდიების გადახდის შეფერხება ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამოძიებამ გამოიწვია.
ევროპის პროკურატურამ წელს განაცხადა, რომ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ბერძენი ფერმერები ოფიციალური პირების დახმარებით ევროკავშირის სახსრებს ითვისებდნენ.
საბერძნეთის ხელისუფლებამ დაიწყო ცალკეული გამოძიებები, ხოლო პარლამენტი ამოწმებს სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ყოველწლიურად ევროკავშირისგან მიღებულ დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს დახმარებას უნაწილებს ასიათასობით ფერმერს.
ივნისში ევროკავშირმა საბერძნეთს 392 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2016–2023 წლებში აგრარული სუბსიდიების არამიზნობრივი გამოყენების გამო.