1792582790
საბერძნეთის 50-ზე მეტ ქალაქში დღეს მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების აქციები გაიმართება
საბერძნეთის 50-ზე მეტ ქალაქში დღეს მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებიც განათლების სისტემაში კადრების დეფიციტის აღმოფხვრას, სასწავლო შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხელფასების გაზრდას, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მარტივად გადასვლის შესაძლებლობასა და სახელმწიფო განათლების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.
აქციები ათენში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ხოლო თესალონიკში, 11:30 საათზე დაიწყება.
საბერძნეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, 19 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 17 სკოლაში მოსწავლეებს საპროტესტო აქციის ფარგლებში შენობები ჰქონდათ დაკავებული. ამ სკოლებში 3494 მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეები აპროტესტებენ გადატვირთულ კლასებს, სადაც 25-დან 27-მდე მოსწავლეა და კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის 15-მდე შემცირებას ითხოვენ. მათი უკმაყოფილების მიზეზია ასევე სასკოლო სასადილოებში მაღალი ფასები.










