რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა

ბომბდამშენი

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბომბდამშენი გეგმური ფრენის შესრულებისას, უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა.

ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო.

წინასწარი ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.