რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა. 

როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.