„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
რუსეთმა გვიან ღამით კიევზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისივე თმით, თავდასხმის შედეგად ოცზე მეტი ადამიანი დაშავდა.
როგორც კლიჩკო აღნიშნავს, რუსეთმა კიევზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა - რაკეტებითა და დრონებით. ნგრევა დაფიქსირდა კიევის ექვს რაიონში, მდინარე დნეპრის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროზე.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, სასაწყობო მეურნეობა, საგანმანათლებლო დაწესებულება, ბენზინგასამართის სადგური. დაბომბვას მოჰყვა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
კიევის ხელისუფლების მტკიცებით, დაბომბვის გამო დაზიანდა მეტროპოლიტენის „წითელი“ ხაზი.