ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1781544019
რუსეთმა კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანა, რა დროსაც კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბეს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ტაძრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს.
"ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის სახურავი იწვის", – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ და კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი დანაშაული უწოდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ლავრის ბერებმა მაშველებთან ერთად შეძლეს ხატების და სხვა სიწმინდეების გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადატანა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და რუსულ თავდასხმაზე მყისიერ პასუხს მოითხოვს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 15 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 30 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ათ რაიონში დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები, გაჩნდა ხანძრები.