ელ-ნინიო ბრუნდება - ეს ფენომენი ამინდის პროგნოზს 2026-2027 წლებში თავდაყირა აყენებს
1777673184
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
მისი თქმით, ერთი გარდაცვლილი ქალია, ხოლო მეორე - კომუნალური სამსახურის თანამშრომელი. როგორც პროკუდინმა განაცხადა, ინციდენტის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი - ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი. ყველა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„წინასწარი ინფორმაციით, მათ ტრავმები აფეთქების ტალღამ მიაყენა. ექიმები დაშავებულებს გამოკვლევებს უტარებენ და ყველა საჭირო დახმარებას უწევენ“, - დასძინა პროკუდინმა.