1749577630
რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს. გაცვლის მორიგი ეტაპი სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება.
„სტამბოლის შეთანხმების მიხედვით, ტყვეების გაცვლის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება. ამ ჯერზე გავცვალეთ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედროები. ვვარაუდობთ, რომ პროცესი ერთი დღით არ შემოიფარგლება. დეტალები საკმაოდ დელიკატურია, ამიტომაც ახლა ინფორმაცია ჩვეულებრივზე ცოტაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან შინ დაბრუნებაზე მუშაობს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.