რუსეთმა ბირთვული სწავლებები დაიწყო

რუსეთმა ბირთვული სწავლებები დაიწყო

ბელარუსის შემდეგ ბირთვული სწავლებების რუსეთმაც დაიწყო. ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რუსეთის გეგმური სამხედრო სწავლებები სახელწოდებით „აგრესიის საფრთხის პირობებში ბირთვული ძალების მომზადებისა და გამოყენების შესახებ“ 19-21 მაისს გაიმართება.

სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაცია, ასევე ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალების ნაწილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებებში ჩართული იქნება 64 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 7 800-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, მათ შორის 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი.

„ასევე, სწავლების ფარგლებში დამუშავდება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხები“, – აცხადებენ  რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, ბელარუსში ბირთვული სწავლებები 18 მაისს დაიწყო.