რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ - BILD

პუტინი ლუკაშენკო

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბილდი" ავრცელებს.

სტატიის თანახმად, სამხედრო წვრთნების, "ზაპად 2025-ის" ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. სუვალკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ.

60-კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება.

Bild-ის სტატიის მიხედვით, წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების, "ორეშნიკის" გამოყენების იმიტაცია.