დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ბრიტანელი დიპლომატი გამოავლინა, რომელიც ბრიტანეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშოაბდა. გარეთ სამუელ დევისმა რუსეთი ორი კვირის ვადაში უნდა დატოვოს.
რუსული მედია, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ჯაშუში ფარულად მუშაობს მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში. მისი აკრედიტაცია გაუქმებულია და მან რუსეთი ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს.
„კონტრდაზვერვითი ოპერაციების დროს, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა გამოუცხადებელი ბრიტანელი დაზვერვის ოფიცერი, გარეთ სამუელ დევისი, დაბადებული 1980 წლის 8 აგვისტოს, რომელიც რუსეთში გაგზავნეს მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს ადმინისტრაციული და ეკონომიკური დეპარტამენტის მეორე მდივნის თანამდებობის საფარქვეშ. ამის საფუძველზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, გადაწყვიტა გარეთ სამუელ დევისის აკრედიტაციის გაუქმება. ბრიტანელს უბრძანეს რუსეთის დატოვება ორი კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ისინი უცხოური დაზვერვის სააგენტოების მუშაობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა არსებული საშუალებით გააგრძელებენ.
დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070