რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამით ქვეყნის მასშტაბით 162 უკრაინული დრონი გაანადგურეს

დრონი

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამით ქვეყნის მასშტაბით 162 უკრაინული დრონი გაანადგურეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი უმეტესობა, 57 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ამასთან, 31 ბელგოროდის ოლქში, 27 ლიპეცკის, 16 ვორონეჟის, 11 ბრიანსკის და რიაზანის ოლქებში, 6 ორიოლის, ერთი ტამბოვის ოლქში, ერთი კი ყირიმში ჩამოაგდეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, კურსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. ვორონეჟის ოლქში დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა, სადენები გაწყდა, რის შედეგადაც ავტომაგისტრალი დაიკეტა