რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაზე მიტანილმა მასშტაბურმა იერიშმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია

კი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაზე მიტანილმა მასშტაბურმა იერიშმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ხარკოვში საცხოვრებელ სექტორსა და სურსათის მაღაზიაზე მიტანილმა დარტყმებმა სულ მცირე ოთხი ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვნების სიცოცხლე შეიწირა, ათობით პირი დაშავდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შესაძლო "ენერგეტიკული ზავის" მიუხედავად იერიშები მიიტანეს ხარკოვში მდებარე თბოელექტროცენტრალზეც.

პარალელურად, ივანო-ფრანკივსკში დრონებით შეტევას სამი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

✕