1756282010
რუსეთის მიერ ხერსონზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი პირი და დაშავდა სამი ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია და ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა გამთენიისას საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ხერსონის მიმართულებით, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე დრონით განახორციელა დარტყმა.