საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი
1788788160
რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვა გამოაცხადა, რაც პასუხია ბერლინის გადაწყვეტილებაზე, დახუროს რუსეთის საკონსულო ბონში.
გადაწყვეტილება მიიღეს „გერმანული მხარის არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
უწყებაში მიუთითეს, რომ გერმანიის საკონსულომ „ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა, ხოლო მისი ყველა თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულ ვადამდე დატოვოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორია“.
ამასთან, მუშაობა უნდა შეაჩერონ გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლობებმაც რუსეთში. განცხადების თანახმად, მათ პერსონალს „დაევალა რუსეთის ტერიტორიის დატოვება არაუგვიანეს 2026 წლის 13 სექტემბრისა“.
გადაწყვეტილების შესახებ 7 სექტემბერს აცნობეს რუსეთში გერმანიის დროებით რწმუნებულს, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტები გადაეცა. რუსულმა მხარემ გერმანიის ხელისუფლება ორმხრივ ურთიერთობებში სიტუაციის ახალ „ესკალაციაშიც“ დაადანაშაულა.