რუსეთის იერიშს ოდესასთან თურქული გემის ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ

ВМС ЗС України

ოდესასთან ახლოს, სავაჭრო გემზე რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. რუსეთმა უკრაინის სანაპიროსთან გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ გემს სამი რაკეტა ესროლა.

გემი თურქეთის საკუთრებაა, სიმინდით დატვირთულ გემზე იერიში მაშინ განხორციელდა როდესაც ის უკრაინული პორტიდან გადიოდა.

ხომალდზე ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის სირიის, ინდოეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

პარალელურად რუსეთმა მასშტაბური თავდასხმა განახორციელა კიევზე. უკრაინულმა ძალებმა კი ღამით დრონებით მოსკოვს შეუტიეს. მოსკოვის მერის ცნობით კიევმა რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 400 დრონი გაუშვა, მათგან უმეტესობა საჰაერო ძალებმა გაანეიტრალეს. თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ერთი საწარმო და ონლაინ გაყიდვების საწყობი იწვის.