რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის, ოდესის, ხერსონის და პოლტავის რეგიონები დაბომბა

ომი უკრაინაში

რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის, ოდესის, ხერსონის და პოლტავის რეგიონები დაბომბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონში რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა სოციალურ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ რაიონებს, სადაც ორი კორპუსი და 14 კერძო სახლი დაზიანდა. დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კვლავ დაიწყეს მასობრივი და კომბინირებული შეტევა პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე. კრემენჩუკის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ღია ადგილებში პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა. ძლიერი აფეთქებების ხმა იყო ოდესაში. უკრაინის საჰაერო ძალებმა ოდესის მიმართულებით რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ განაცხადა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა კიდევ 1 060 რუსი ჯარისკაცი და 116 მტრის სატრანსპორტო საშუალება და ტანკერი გაანეიტრალეს. უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის” ინფორმაციით, რუსეთის სამხედროები ფრონტის გასწვრივ ნელ წინსვლას აგრძელებენ და ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ დონეცკის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტთან ახლოს წინსვლა ჰქონდათ.