ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
რუმინეთი მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ევგენ ტომაკმა ინტერვიუში განაცხადა.
ტომაკმა აღნიშნა, რომ რუმინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა მზადყოფნა, განიხილოს მოლდოვასთან გაერთიანება 2018 წლის 27 მარტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის რუმინეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია და ის არ შეცვლილა.
„რუმინეთი მზადაა ნებისმიერ დროს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და სერიოზულად განიხილოს ეს სცენარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ამას ვარიანტად მიიჩნევს. მათი უფლებაა, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.
მისივე თქმით, რუმინეთისა და მოლდოვის საერთო მიზანია, ყველა საჭირო საშუალებით მხარი დაუჭირონ მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. სანდუს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი თუ ჩატარდება, ის მხარს დაუჭერს ამას, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.