რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა. უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
დაზვერვის ინფორმაციით, დაკავებულს რუსი კურატორებისგან სტრატეგიული სამხედრო ობიექტების - ნატოს მოკავშირეების ბაზების, კავშირგაბმულობის კვანძების, თავდაცვის უწყებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფოტო და ვიდეოგადაღება ევალებოდა.
SRI-ის ცნობით, ეჭვმიტანილი ასევე უთვალთვალებდა უკრაინულ „ანტონოვის“ ტიპის სატვირთო თვითმფრინავებს. მსგავს საჰაერო ხომალდზე თავდასხმის მცდელობა 4 აგვისტოს გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში აღიკვეთა, რაშიც ბერლინმა ოფიციალურად მოსკოვი დაადანაშაულა.
„მოპოვებული მონაცემები მიუთითებს საქმიანობაზე, რომელიც მთელ ევროპაში რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ქსელების ხელწერას ემთხვევა“, - აცხადებენ რუმინეთის სპეცსამსახურში.
უწყების განმარტებით, დაკავებული 2026 წლის თებერვლიდან SRI-ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
რუმინული მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა. სპეცსამსახურში აღნიშნავენ, რომ დივერსიის აღკვეთა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.