დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ძალიან შეშფოთებულია სირიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის მიმდინარე ბრძოლებით, რამაც ასევე გამოიწვია ისრაელის დარტყმები სირიის რეჟიმის ძალებზე.
„ჩვენ გვსურს, რომ ბრძოლა შეწყდეს“, - განაცხადა რუბიომ და დასძინა, რომ აშშ კონფლიქტის დასასრულებლად კავშირშია ყველა შესაბამის მხარესთან.
ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე სთხოვა ისრაელს, შეწყვიტოს თავდასხმები სირიაში და ჩაერთოს დიალოგში დამასკოს მთავრობასთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Axios-ის საინფორმაციო საიტს.
ოთხშაბათს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცმი „მტკივნეული დარტყმებით“ დაიმუქრა, თუ სირიის მთავრობა არ შეწყვეტს სუვეიდას რეგიონში დრუზების თემზე თავდასხმას.
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სუვეიდას პროვინციაში დრუზების რამდენიმე დასახლებას შეუტიეს, რის შედეგადაც პროვინციის დამასკოსთან დამაკავშირებელი გზატკეცილი ჩაიკეტა.
მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, დრუზების თავდაცვითი დანაყოფები შეიარაღებულ ბანდებთან ბრძოლაში ჩაერთნენ.