1746733863
რომის პაპი ლეო XIV: ერთმანეთს დავეხმაროთ დიალოგის, შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში - ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის

ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია, ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის, რომელიც ყოველთვის ეძებს ქველმოქმედებას, რომელიც ყოველთვის ცდილობს, იყოს ახლოს, განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის ახალმა წინამძღოლმა, პაპმა ლეო XIV-მ.
ახალი პაპი კონკლავის დამთავრების შემდეგ, ტრადიციულად აივანზე გავიდა და წმინდა პეტრეს მოადანზე შეკრებულები დალოცა.
„ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ და, ამავდროულად, შიშის გარეშე, გავერთიანდეთ, ხელჩაკიდებულები, ღმერთთან და ერთმანეთთან, წინ წავიდეთ. მსოფლიოს თქვენი სინათლე სჭირდება. დაგვეხმარეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აშენებაში, დიალოგის, შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში. ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ, ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია, ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის, რომელიც ყოველთვის ეძებს ქველმოქმედებას, რომელიც ყოველთვის ცდილობს, იყოს ახლოს, განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება. მინდა, თქვენთან ერთად ვილოცო. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთელი ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა რომის პაპმა.
ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს