რომის პაპი დღეს თურქეთში ჩავა

რომის პაპი

რომი პაპი ლეო XIV დღეს თურქეთში ჩავა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ეს ახალი პონტიფექსის პირველი ვიზიტია უცხო ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც ის ასევე ლიბანს ეწვევა.

ლეო XIV ჯერ ანკარაში ჩავა, საღამოს კი სტამბოლში გამართულ ღონისძიებებს დაესწრება. ხვალ ის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა, შაბათს კი რამდენიმე ეკლესიასა და მეჩეთს მოინახულებს. ასევე, შაბათს ის სტადიონზე Volkswagen Arena მესას გამართავს. ცნობილია, რომ პაპი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ვიზიტი ორივე ქვეყანაში ჯერ კიდევ ლეოს წინამორბედის, პაპა ფრანცისკეს მიერ იყო დაგეგმილი.