კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
1751707560
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ და განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს „მკვლელობების გაგრძელება სურს“.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ყველაზე მასიური საჰაერო იერიში განიცადა.
„ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მე გითხარით, რომ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრით. როგორც ჩანს, მას სურს ბოლომდე წასვლა და მკვლელობების გაგრძელება, ეს კარგი არ არის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.