საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი
1788788160
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო იმედოვნებს, რომ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ქვეყნის ეროვნულ მთავრობას რუსეთთან უფრო კონფრონტაციული კურსისკენ არ უბიძგებს.
რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ პარტიამ საქსონია-ანჰალტის მხარეში „დამაჯერებელი გამარჯვება“ მოიპოვა.
ფიცომ გამოთქვა ვარაუდი, რომ გერმანიის მთავრობამ, რომელსაც ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე CDU უდგას სათავეში, შესაძლოა ეცადოს „რუსეთთან ომი“ წარმოაჩინოს, როგორც „ერთადერთი გზა მმართველი პარტიის მარცხიდან ყურადღების გადასატანად“.
ფიცოს მტკიცებით, საქსონია-ანჰალტში მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ გერმანიის მოქმედ პარტიებს „ანაცვლებენ [სხვები], რომლებიც ხშირად მარტივ, თუმცა მაინც კონკრეტულ გადაწყვეტებს სთავაზობენ“.
სლოვაკეთის ლიდერმა დასძინა, რომ მას „მხოლოდ ერთი სურვილი აქვს“, რომ ეს შედეგი „არ მივიდეს იქამდე, რომ რუსეთთან ომი მმართველი პარტიების მარცხის შესანიღბად ერთადერთ საშუალებად წარმოაჩინონ“.