მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, ირანში ხელისუფლების გარდამავალი პერიოდი წარმართოს.
მისი თქმით, უკვე ჩამოყალიბებული აქვს მკაფიო გეგმა და ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემსაც ესაუბრა.
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟის განცხადებით, მას ჰყავს ირანელთა ფართო კოალიცია – სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის, რელიგიური უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანი მიზნის გარშემო არიან გაერთიანებული.
„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ პროცესის წარმართვას და წარმოქმნილი ვაკუუმის შევსებას“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი.
რეზა ფეჰლევის შეფასებით, გარდამავალი პერიოდი არაუმეტეს ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, თუმცა ყველაზე კრიტიკული პირველი ასი დღე იქნება.
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772392976