მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა.
როგორც სახელმწიფო სატელევიზიო არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მაუწყებლის კომპლექსის ნაწილზე თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.
„მაუწყებლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება და ჩვენი კოლეგები შესაძლო დაზიანებებს აფასებენ“, – განაცხადა წამყვანმა.
ისრაელმა თეირანში მდებარე ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა გასული წლის ივნისშიც დაბომბა.