Reuters: უახლოეს მომავალში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა არ იგეგმება

ტრამპი და პუტინი

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ასევე არ აქვთ პირადი შეხვედრის გეგმა, თუმცა აღნიშნა, რომ 20 ოქტომბერს მათი სატელეფონო საუბარი „პროდუქტიული“ იყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი არ გაჟღერებულა.